„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს „ყველა, ვინც უცნაურად იქცევა საოკუპაციო ზოლთან, თითოეული მათგანი უნდა იქნეს აყვანილი მკაცრ აღრიცხვაზე, შესწავლილი იქნას მათი თითოეული ნაბიჯი, ვისი დავალებით ცდილობენ ვითომ პატრიოტობას ამოფარებულნი, ჟურნალისტების დახმარებით, ქვეყანა ჩაითრიონ წამგებიან სიტუაციაში!“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის მახლობლად შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს მდგომარეობის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ.
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნას არ გამორიცხავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
თურქეთის გამარჯვების და შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები 1 ლარად შეიძენენ, - შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.
პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე, - განაცხადა საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს, - განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
„სიცრუეა და ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, ნუ ამახინჯებთ საქართველოს უახლეს ისტორიას, თითქოსდა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ "გააფუჭა" ურთიერთობა რუსეთთან! დიახ, ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელი სიცრუეა!!! სსრკ-ს ნგრევის პერიოდში, ქართველმა ხალხმა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი გამოთქვა, რის შესახებაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ ყველა პოლიტიკურ დონეზე განაცხადა, როგორც დასავლეთში, ისე ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებში!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.