დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა.
7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„11 წელი გავიდა და სამწუხაროდ ოკუპაცია კვლავ გრძელდება. უფრო მეტიც, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს და ამ ფონზე ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთიანი, კონსოლიდირებული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ამაზე მეტყველებს ის, რომ თუნდაც დღეს, ჩვენთან ერთად არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული სამი შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ვოლსკი და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ, - მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის ბრალდებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა, - წერია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსმენებს აწარმოებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებზე, თუ გინდა მოსმენის „გაპრავება“, ხდება რომელიმე საქმესთან მისი მიბმა, - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.
ჩვენ დღეს აქ არ მოვსულვათ ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად. მოვედით იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, ვანუგეშოთ მათი ოჯახები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.