თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პროკურორმა ნიკა გვარამიასთვის გირაოს მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს 25-ჯერ აქვს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი და ჰყავს სანაცნობო წრე საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაძლოა, ნიკა გვარამია მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
დაღუპულია სულ მცირე 60 ადამიანი და 70-ს დაზიანებები აქვს მიღებული ტანზანიაში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.
ამერიკელი ფინანსისტი, მილიარდერი ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდებოდა, თავის საკანში მკვდარი იპოვნეს, იტყობინება აშშ-ის მედია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში და ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს“.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ დადებული პირობა დაარღვია და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის „ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე, ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა“.
დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, 16 დაკარგულად გამოცხადდა და მილიონზე მეტი იძულებული შეიქნა თავიანთი სახლები მიეტოვებინა ჩინეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანას ტაიფუნი „ლეკიმა“ დაატყდა თავს.
აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 30 კილომეტრში, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და იგი, ისევე როგორც უკანონო დავლებების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე აუცილებლად მოხვდება ციხეში, ხოლო „უზურპატორი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა წავიდეს და ის წავა აუცილებლად - გარიგებით, გაგდებით თუ სხვაგვარად, ის ამ ქვეყნიდან წავა“.
დაიღუპა ხუთი ადამიანი და სერიოზული დამწვრობები მიიღო სამმა პირმა რუსეთში სამხედრო-საზღვაო პოლიგონზე, ხუთშაბათს, რაკეტის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას BBC ქვეყნის სახელმწიფო ბირთვულ კომპანია „როსატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან ცუდია“, განაცხადა ჟურნალისტმა ალექსეი ბენედიქტოვმა ტელეარხ „НАШ“ -ის გადაცემა "Гордон“-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.