2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ აშშ-ს, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, საფრანგეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრი) წარმომადგენლები.
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის, ადილბეგ სუბანკულოვის გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იგი იქ 26 აგვისტომდე დაჰყოფს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ატამბაევის ადვოკატ სერგეი სლასარევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელ პასოში მასობრივი სროლებისას დაჭრილმა ყველა პაციენტმა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს, უარი განაცხადა ქალაქში ვიზიტად ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, იტყობინება „The Independent“-ი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
თურქეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სტიქიის ეპიცენტრი დენზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო.
სახელები და გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, - ასე მიმართა „რუსთაქვი 2“ - ის ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ გენერალურმა პროდიუსერმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ერთი კითხვის დასმა ვცადე - მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული და მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა კითხვების დასმის უფლება, მაგრამ ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი, - განაცხადა "ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.015 პუნქტით გაუფასურდა.
ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც - სოფელ შინდისში, როდესაც ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.