საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოხატა იყოს შუამავალი საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე, რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სანდრა რულოვსმა დაანონსეს, რომ არეულობით მივიდოდნენ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, თავში გაიაზრებს, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რაიმე ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ აზრს ან ქმედებას, იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავსტრიის პარლამენტმა სპეციალურ სესიაზე, უნდობლობის კენჭისყრისას, კანცლერ სებასტიან კურცის და მისი მთავრობის ძალაუფლების სადავებიიდან ჩამოცილებას მხარი დაუჭირა.
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული ი.ნ. დამნაშავედ სცნო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) ჩატარებული 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება მიიღო.
სააკაშვილი მენტალურად არ არის სტაბილური ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი რომ მობრუნდეს გაიმეორებს იგივეს, რაც გააკეთა 2004-05 წლიდან, აცხადებს for.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია, რომელიც აშშ-ში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, ახლახან დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გაუფასურდა.
ჭიათურაში მაღაროელთა რამდენიმედღიან გაფიცვას გაერთიანებულ ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა ჭიათურაში შექმნილ ვითარებაზე.
„ მივიღე დავალება პრემიერ მინისტრის და მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.