საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან კიევში ჩაფრინდა. ამ წუთებში ბორისპოლის აეროპორტში მას მხარდამჭერების დიდი რაოდენობა ოვაციებით ხვდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ხალხი აუცილებლად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0121 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოთხშაბათ საღამოს ვარშავიდან კიევში ჩაფრინდება - მას შემდეგ, რაც მას უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სამშაბათს მოქალაქეობა აღუდგინა - „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ უკრაინაში ასეულობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს, ზელენსკის გუნდში კი ბევრი მეგობარი და უკრაინას თავის გამოცდილებას გაუზიარებს.
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების 37-ე კურსის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე „გულდასაწყვეტია“.
ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა.
გარდაბნის მერიის პრესსამსახურის ცნობით, უხვმა ნალექმა და სეტყვამ ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები დაიტბორა.
მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად აუქციონი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.