სამუშაო შეხვედრაზე პრეზიდენტმა და გენერალურმა პროკურორმა ევროკავშირის დაწესებულებასთან EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0080 პუნქტით გაუფასურდა.
გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულებს - ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ გულედანი თავად ადასტურებს.
პარლამენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სივრცის მოწყობის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
უახლოეს მომავალში თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში საქართველოს კანონის პროექტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას III მოსმენით უყრის კენჭს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.
„საზოგადოებამ მოისმინა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს სააკაშვილის ბიძა მიხეილ სააკაშვილის მრავალმილიონიან სახლზე, რომელიც ფლორიდაში აქვს და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ რეიტინგი 5-6%-ია და ხმები, რომელიც მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, ზოგადად ოპოზიციისა და ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები იყო“, განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.