პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 54.08% მიიღო ზუგდიდში გეგა შენგელიამ და მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის არაერთ უბანში შალვა შავგულიძე ლიდერობს და იქ მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იქნება.
„ყველგან, იმ ინფორმაციით, რაც ამ წუთებშია შემოსული, იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები და თბილისში სავარაუდოდ გვექნება მეორე ტური“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააფრთხილა ხელისუფლება, არ გამოაცხადოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამარჯვებულად პირველ ტურში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყებს და „შუშის სასახლემდე“ მივა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს აკრიტიკებს.
„გვინდა გაგაცნოთ პირველადი მონაცემები. შემოსულია ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე, რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე. ოლქების უმეტესობაში წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში იგებენ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
„მოგვდის ინფორმაცია უბნებიდან და არავითარი მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა რამდენიმე წუთის წინ.
ყველას დიდი მადლობა, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ია.
მედიაჰოლდინგ „დრონის.ჯის“ დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.