აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ლეგენდარული ავსტრიელი, „ფორმულა 1“-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლაუდა, რომელმაც გასული წლის აგვისტოში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, ორშაბათს ძილში გარდაიცვალა.
საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლეს რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0046 პუნქტით გაუფასურდა.
ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან", აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მან ზუგდიდში ამომრჩეველთა ხმების 42.84%, მისმა მოწინააღმდეგ „ქართული ოცნებიდან" კი, 54,18% მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ამ ქვეყნის ყველაზე დიდ და ყველა დროის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსს“ უწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირეტქორი ნიკა გვარამია და ამბობს, რომ სააკაშვილი „არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები“.
19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა მედიას წინასწარი შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ დეტალური მონაცემები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის, აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.