„ბრძოლა არის ჩვენი, ჩემი მეგობრების, ჩვენი პარტიის და პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, არჩევანი", აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააფრთხილა ოფიციალური თეირანი, რომ აშშ-ს და ირანს შორის კონფლიქტის ფეთქების შემთხვევაში ეს უკანასკნელი განადგურებული იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია, ასე ეხმაურება მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე შუალედური და რიგგარეშე არჩვენების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მიღწეული შედეგი, არა „ქართული ოცნების" გამარჯვება, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა.
თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აღნიშნულ ოლქში 31 საარჩევნო უბნიდან ხმები ყველა უბანზეა დათვლილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცმებით, იქ გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა.
„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო, ძალიან მარტივად, სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია ზუგდიდში, ჩატარებული მაღალ დონეზე“, განაცხადა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, რამდენიმე წუთის წინ, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და არჩევნები „შეუთავსებელია", ამიტომ ჯერ „ივანიშვილი უნდა მოშორდეს" და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ მათი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.