პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები - აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე და პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
ზუგდიდის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ,,ეი სი თი“-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდიატი გიორგი შენგელია 12 პროცენტით იმარჯვებს, აცხადებს „ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
მინდა ყველას მოგესალმოთ დიდი პატივისცემით და ჩემი გამოსვლა მაღაროელების მიმართ სოლიდარობით დავიწყო. მინდა მათ მივმართო, ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენს ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, დროული რეაგირება სჭირდება, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენმა პოლიტიკუმა გუნდმა სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი რაიონი თავისი ულამაზესი ხალხით, ზემო იმერეთისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სითბოთი, განსაკუთრებული სილამაზით და ეს ქალაქი, ეს რაიონი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჭიათურას ჰქონდეს ეს წინსვლა და განვითარება, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ბათუმში, 7 ჰექტარ ფართობზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
ზუგდიდში ყველა წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ, განაცხადა ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ლევან იზორია ვიზიტს ქალაქ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) სათაო ოფისში სტუმრობით დაიწყებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
ტაივანი პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, რომელმაც ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარასკევს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.