ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
ალაბამას კანონმდებლებმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირეს და თუკი შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნტორი კეი ივი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მკაცრი კანონი იქნება, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს, რადგან შტატის სენატმა კანონპროექტისთვის მხარდაჭერისას უარი განაცხადა მასში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებდა გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებისას.
2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად ლატვიის რესპუბლიკას ეწვია. რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ყარაულით, წითელი ფიანდაზით და ლატვიისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით დახვდნენ.
პრემიერ მინისტრი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს უზრუნველყოფს.
დაკავებული გელა კვარაცხელია აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შეუშვებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, ყველა შემთხვევა დეტალურად გამოძიებული იქნება.
ინციდენტი ზუგდიდში - „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს დადიანების სასახლის ეზოში, სადაც ტელეკომპანია „ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, „ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, გადამღებ ჯგუფს კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამორიცხავს, რომ მმართველი პარტია ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.