ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე კორუფციული სკანდალის გამო შაბათს თანამდებობიდან გადადგა.
საქართველოში 19 მაისს რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება. ქვეყნის 5 მუნიციპალიტეტში - მარნეულში, ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ხოლო თბილისის მთაწმინდის რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნები.
ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხიდზე ორმხრივი ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.
„ქალბატონი ზოია ქვარცხავა, ჩვენი წარმომადგენელი [ზუგდიდის] 87-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში, იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, როდესაც გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან“, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ.
ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც 17 მაისს ფარული ვიდეო გავრცელდა, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდებოდა. ვიდეოში ჩანს, რომ შტრახე სავარაუდოდ რუს ინვესტორთან პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერის სანაცვლოდ სამთავრობო კონტრაქტებს განიხილავდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ თუ მას „თავისუფლებისა და კეთილდღეობის“ შენარჩუნება უნდა, რიგგარეშე და შუალედური არჩევნები არ გააყალბოს და შეეგუოს იმას, რომ „ნელ-ნელა ხელისუფლება გადადის წყნარად ხალხის ხელში“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ძალადობით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ, როგორც მან ტელეკომპანია „TV პირველში“ ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, ხალხის მხარდაჭერა მათ მხარეზეა და მათი კანდიდატი, სანდრა რულოვსი „დაახლოებით 55%-დან 60%-ამდე მიიღებს და ამით დამთავრდება ეს არჩევნები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.