საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილის, მორის(ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს ესაუბრება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე, ამის შესახებ სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0165 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს უმასპინძლა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია.
„რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში, თუ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრის არსებობა, აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.
ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე შეტევა არ მიმდინარეობს. ცქიტიშვილის თქმით, „ეს არის სცენარი „რუსთავი 2“-ის მხრიდან, თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.