41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოსკოვში „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფას. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.
უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლის შიდა გზები.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. 23 ნოემბერი ბორბალზე წამების, ხოლო 6 მაისი მისი აღსრულების დღეა.
დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, განაცხადა აქართველოს პრემიერ მინისტრმა.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართა, რომლის მიზანი საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად, რიყის პარკში საქართველოს მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს ,,ევროპის დღეები - 2019“ მიულოცა და აღნიშნა, რომ ასე ახლოს საქართველო ევროპასთან არასოდეს ყოფილა.
თბილისში „ევროპის დღეები“ ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად დაესწრო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისში, პეკინის 41 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად, 45 წლადე ქალი გარდაიცვალა.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დახვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.