საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მოსამართლის განჩინებით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორჯერ უფრო მეტად გაზარდა ტარიფები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტებზე. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ჩინურ საქონელზე ტარიფები 10%-დან 25%-ამდე გაიზარდა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ში ჩასული მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან შემდგარი ჩინური დელეგაცია ამერიკულ მხარესთან დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას დაანონსებული ტარიფების გაზრდის შესაჩერებლად და სავაჭრო შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებებს მართავდა.
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მეუფე თეოდორესთან ერთად მოინახულა.
გუბაზ სანიკიძემ „დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს გამარჯვების დღე მოილოცა.
„ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს და პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს თავი”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაკის პარკში.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
დედაქალაქის მერია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნისა და ბალერინების ქანდაკებების დაზიანების ფაქტს ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.