თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერ მინისტრთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც უწყების მტკიცებით, ფიგურანტები პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალახაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის(ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი არიან.
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება.
9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. მთავრობის წევრებმა უცნობი ჯარიკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ, 8 მაისს კახეთის რეგიონში 140 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.
მოვუსმინე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან ქობულიას გათავისუფლების მიზეზის შესახებ კომენტირებისას.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ოფიციალური ნაწილი პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრით დაასრულა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებში „შეთანხმება დაარღვია“. აღნიშნულმა განცხადებამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებების წინ მტრობა გააძლიერა.
დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით 8 მაისს საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0136 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.