პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის წინაშე ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარსდგა.
როგორც მთავრობის მეთაურმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ხელშესახები პროგრესის მიღწევაში დევიდ მორისონს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით მუშაობს.
თუ ვინმე პოლიციის დისკრედიტაციას უწყობს ხელს, ბრძანდებით თქვენ - ბ-ნო გახარია, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის სხდომაზე, სადაც დღეს მისი მოსმენა მიმდინარეობს.
თქვენ ახალი პოზიციაც გაქვთ - ეს არის უშიშროების საბჭოს კოორდინაცია და აქედან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ, რომ გამცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი კითხვაზე, როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ.
ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს ამ დარბაზში, თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც დღეს დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.
თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს და ნუ გააიგივებენ სალომე ზურაბიშვილს მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციაზე გიორგი გახარიას დანიშვნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ეხმაურება.
არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.