საქართველოს პრეზიდენტმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა“, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ სპორტის სასახლეში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

სრულად...

მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს გამოძიებას სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ სცემა და ჩხუბისას ხელკეტი ჩაარტყა. იგი გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

სრულად...

მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრკანიანმა ამერიკელებმა უნდა აღიარონ ფაქტი, რომ სისტემური რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს და ის უნდა აღმოიფხვრას.

სრულად...

ეკა ბესელია პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება, სადაც 21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია იმართება.

სრულად...

„გოგა ზაქაიძე, იგივე „ჩეტო“ ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას აპირებს! ეს ადამიანი მოწინავეა იმ ბიზნესმენთა რიგებში, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან ახლო კონტაქტების მეშვეობით ქალაქისთვის რამდენიმე უმძიმესი პროექტი წამოიწყო და უამრავი ადამიანი მოტყუებული დატოვა... ძალიან მკაფიოა ჩვენი წითელი ხაზები! ამის დაშვება არ შეიძლება!.. მან უნდა მიიღოს უდიდესი საზოგადოებრივი ზეწოლა და შეწყვიტოს თბილისელებთან გონორით ლაპარაკი!“, აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვატო შაქარიშვილი.

სრულად...

6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის ქალაქ რაბას სიახლოვეს, იტყობინება შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით „როიტერსი“.

სრულად...

პოლიტიკური პარტიები თურქეთში აღშფოთებას გამოხატავენ მას შემდეგ, რაც საარჩევნო სიებში საეჭვო ამომრჩევლები გამოჩნდნენ. სიებში ყველაზე უცნაურთაგან არიან 100 წელს გადაცილებული პირველად ხმის მიმცემნი, ერთ-ერთის ასაკი კი 165 წელია, იტყობინება BBC.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც უახლოესი დღეების განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსთან. 

სრულად...

ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი