„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა უჭირავს, რომელიც 2013 წელს გაიცა. ეს ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ამ ეტაპზე, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მას შემდეგ რაც იგი თბილისის მერთან კახა კალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს“.
ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გაუჩინარების თაობაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მან თქვა, რომ საქართველოს საელჩო კონტქატზე იმყოფება ლიბიურ მხარესთან, დღის განმავლობაში ელოდებიან დამატებთ ინფორმაციას.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოდის ინიციატივით, გამოყენებული იყოს ევროპული პრაქტიკა და იუსტიციის საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც მოსამართლეთა კანდიდატურებზე ვეტოს უფლება ექნება
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონული მასშტაბის კურსი - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ გაიხსნა. ტრენინგის მიზანს უსაფრთხოების სისტემაში მმართველობის პროცესთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, საჭირო მეთოდების გაცნობა და უნარების განვითარება წარმოადგენს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ძი იანჩიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს გასული წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით თანამდებობებზე ჩინეთის კანდიდატურების მხარდაჭერისათვის.
მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ქართველ ემიგრანტებს გადამწყვეტ მომენტში ყველამ აიღოს საქართველოსკენ ბილეთი და ჩავიდეს იქ, რათა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დაასრულოს. ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის ჩამოშორება არჩევნების გზით ვერ მოხდება და მათმა ბრძოლამ უნდა გადაინაცვლოს ქუჩებში, მოედნებზე, სახელმწიფო დაწესებულებებში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიას „საცოდავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „სულ ფეხებზე ჰკიდია“ ის ფაქტი, დააფასეს თუ არა იგი საქართველოში.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალურ ვიზიტად ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.