საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.
სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა შავ ზღვაზე, ქერჩის სრუტის სიახლოვეს ორ ტანზანიის დროშით მოცურავე სატვირთო გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, იტყობინება BBC ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ქართველი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილია. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს.
კალიფორნიის „დემოკრატმა“ სენატორმა, 54 წლის კამალა ჰარისმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ იგი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის. მის მიერ „დილა მშვიდობისა ამერიკა“-ში გაკეთებულ ამ განცხადებას თვეების განმავლობაში უძღოდა წინ სპეკულაციები, რომ „დემოკრატების“ ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც 2016 წელს კალიფორნიის სენტორად იქნა არჩეული მას შემდეგ რაც ორი ვადით შტატის გენერალურ პროკურორი იყო, აღნიშულ ნაბიჯს გადადგამდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, რათა მათი კანდიდატურების განხილვა არ მოხდეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ღია კარის დღე პირველად გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ბაზაზე ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.