საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის პრეზიდენტებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
თბილისის პოლიციის #4, დიდი დიღმის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი გრიგოლ ჭანტურია, რომლის ხელმძღვანელობითაც ააშენა კომპანია „ლ ჯგუფმა“ 2017 წელს ის საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ოთხშაბათ საღამოს დამანგრეველი აფეთქება მოხდა და რომელიც, მერიის ცნობით, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ოთხშაბათ საღამოს აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა.
დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები მუშაობენ. მათი დასკვნის დადების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენად მდგრადი და საცხოვრებლად უსაფრთხო იქნება ავთანდილის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი ახალაშენებული კორპუსი, რომლის მე-6 სართულზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხშაბათ საღამოს მომხდარ ძლიერ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ონის მუნიციპალიტეტში 4 დღეა მიმდინარეობს დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამაც 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი იმსხვერპლა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, ყაზტრანსგაზის, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.