რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი, რომელთაც დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პროფესიული შეცდომა დაუშვეს. კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს,  - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძე ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე, თუმცა ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია თუ ვინა არიან დაკავებული პირები. 

სრულად...

დედაქალაქში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ - მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება. სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ჩადო.

სრულად...

დღევანდელი მერის განცხადება ცდება ადამიანურ სტანდარტებს და მან მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის. დღევანდელი ხელისუფლების ინსტინქტი არის გადაბრალება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილა მერმა გიგი უგულავამ.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მოითხოვს, „ყაზტრანსგაზის“ მფლობელის და მენეჯერის, კახა კალაძის დაკითხვას“.

სრულად...

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

„როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიდ დიღომში 16 იანვარს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დეტალებზე განცხადების გაკეთებისას.

სრულად...

პირადად მე მაკავშირებენ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან, რაც სრული სიცრუეა, განაცხადა კახა კალაძემ ამ წუთებში.

სრულად...

ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე რამდენიმე დღეა აკრძალულია. დაბა ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით მანქანაა გაჩერებული.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი