კახა კალაძემ მოუწოდა მოადგილეებს, გამგებლებს და თავის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებს მაქსიმალურად შეებრძოლონ კორუფციას, რადგან ამ მიმართულებით „არანაირი უკანდახევა არ იქნება“.
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს უპასუხისმგებლო, „შავს სიაში“ შეყვანილმა კომპანიებმა ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა, რადგან მისი თქმით, მათი ქმედებები აფერხებს დედაქალაქში მიმდინარე პროექტების დროულად დასრულებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ. ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ, კომპანია „ბლექ სი გრუპთან“ და კომპანია „აკორდთან“ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.
პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ გეგმას თემთა პალატაში მხარი არ დაუჭირეს. მის წინაააღმდეგ 432-მა დეპუტატმა, მათ შორის მეის „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა 118-მა აჯანყებულმა დეპუტატმა მისცა ხმა, მხარი კი მხოლოდ 202-მა (196 კნსერვატორმა) დაუჭირა და ეს ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია მოქმედი მთავრობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის „KAMKON INVESMENTS“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანადური კომპანიის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
200-ზე მეტი სერვისი ადგილიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.