დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და მისი მთავრობა ნდობის ვოტუმს გადაურჩა და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, ჯერემი კორბინის მიერ თემთა პალატაში მთავრობისადმი უნდობლობის კენჭისყრის დაყენების შემდეგ 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა.

სრულად...

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას“, განაცხადა იაშვილის კლინიკიდან გამოსულმა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

სრულად...

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

სრულად...

დიდ დიღომში კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-ამდე გაიზარდა მას შემდეგ რაც სულ ცოტა ხნის წინ „იმედის“ კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაყავნილი 4 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სრულად...

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მედიასთან ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა თემურ კუპატაძემ დაადასტურა. მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. 

 

 

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ვაღიარებთ, არსებობს საშიშროება, გაბრაზებულმა რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს, მაშინ როცა, ეს ეკლესიები დღეს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში არის.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ქართული ეკლესიის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.001 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს ათონელის სასახლეში შეხვდა, სადაც მისიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სრულად...

კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ განაცხადა, რომ ნაირობიში მებრძოლთა მიერ სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის სალიკვიდაციო სპეცოპერაცია დასრულებულია და ყველა „ტერორისტი ლიკვიდირებულია“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი