საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0027პუნქტით გამყარდა.
2019 წლის 9 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6684 შეადგინა.
„თიბისი ბანკის“ მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს კონტროლი მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებზე და „ფაქტობრივად გახდეს იგი ერთმმართველი ქვეყნისა“.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საქართველოში 21 იანვრამდე გადაიდო.
გენერალური პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმიანობას საგამოძიებო სამსახური სწავლობს, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიკითხნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი და მომავალში სხვა პირებიც დაიკითხებიან.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გრიპით გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი, აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტია, მედიკამენტები კი „ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში“ იყიდება და „მთლიანობაში 50 მილიონია მოხსნილი გრიპის წამლების სპეკულაციურ და კარტერულ ფასებში გაყიდვით ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ“.
პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკი“ ეხამურება და აცხადებს, რომ საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მაგრამ განსხვავებით წინა განცხადებისაგან, ოვალური ოფისიდან ერისადმი მის პირველ სატელევიზიო მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რაც კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობის დაფინანსების საშუალებას მისცემდა.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.