შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა.
დაიღუპა სამი ადამიანი და ათეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო, მათ შორის ზოგიერთმა მძიმე, მას შემდეგ, რაც ორსართულიანი ავტობუსი კანადის დედაქალაქ ოტავაში, უესტბოროს სადგურზე გაჩერებას შეეჯახა. ინციდენტი ადგილობრივი დროით პარასკევს, შუადღის 3:50 საათზე მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. „რუსთავი 2“-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს არ აინტერესებს არაფერი რაც ქართულ პოლიტიკას უკავშირდება და აცხადებს, რომ „მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი“.
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინაგეგიძე, განცხადებას ავრცელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს და იმედი აქვს, რომ სხვებიც მიბაძავენ.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გაუფასურდა.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სამედიცინო ჯგუფთან და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთან ერთად გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
„არის მოვლენების განვითარების ორი ვერსია - პირველი, რომ მხოლოდ ცალკე ფრაქცია გამოიყოს და პროცესი მიჩუმათდეს, სადაც მცირე რაოდენობით რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანი გამოვიდეს თუ მათ მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილი არ გამოუხატავს და მეორე, რომ ამ ყველაფერმა უფრო გლობალური ხასიათი მიიღოს და „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს, იმ ფორმით, ასე ვთქვათ, დანაწევრდეს“, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.