„ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრში 46.153 თეთრის ნაცვლად, 46.139 თეთრს გადაიხდიან.
„მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, მეგობრებო, ყველამ, განურჩევლად სქესის, ეროვნული კუთვნილების, პოლიტიკური ორიენტაციის, გადავიცვათ ყველამ წითელი ჟილეტები და შევუტიოთ ოლიგარქიულ სასახლეს და ისეთი ქარიშხალი მოვუწყოთ, რომელიც სიზმარშიც კი შეუძლებელია რომ წარმოიდგინონ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა სემეკთან.
„2019 წელს თბილისის მერია დაიწყებს ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე დაიწყება თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობის სამუშაოები“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„გავზარდოთ ჯარიმები, რომ ქალაქში იყოს წესრიგი“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ მას პატრიოტმა ქართველებმა მიმართეს და შექმნეს მოძრაობა „ერთად სახლში“, რომლის მიზანიც, საქართველოდან „გაჭირვებისა და უპერსპექტივობის“ გამო უცხოეთში წასული ემიგრანტების მიერ „სამშობლოს დაიბრუნებაა“.
არგენტინელი ქალი, რომელიც 1980-იან წლებში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, არგენტინელი და ბოლივიელი სამართალდამცველების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განთავისუფლდა და ოჯახს დაუბრუნდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 415 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის სამხედროებმა ფიცი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დადეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს, განაცხაადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცხეთაში, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.