ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ- ს საქმეზე მიხეილ კალანდია და პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაიკითხნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ, რადგან მისი თქმით, „ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი“.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამ ძირითად რეკომენდაციას მოიცავდა, მხარი არ დაუჭირა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მისი ერთ-ერთი სატელევიზიო კომენტარის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ადამიანებს ძალიან უჭირთ“ და „ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო დიდი ტემპები იმისათვის, რომ ხალხს დავეხმაროთ და სიღარიბიდან ამოვიყვანოთ“.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა, ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსის მზარდი დინამიკის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, გამოიჩინონ ყურადღება გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აჭარის რეგიონის შემდეგ, H1N1-ით გარდაცვალების შემთხვევა იმერეთშიც დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ადამიანი, რომელიც ქუთაისში დაიღუპა, მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.