ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში იმყოფება, სადაც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა. გახარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში სტიქიისგან დაზარალებულ დევნილებს შეხვდა. მათ საცხოვრებელ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის 6 მოქალაქე: 1983 წელს დაბადებული თ. ჯ., 1990 წელს დაბადებული ფ.რ., 1969 წელს დაბადებული ჰ.ხ., 1969 წელს დაბადებული მ.ხ., 1978 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1967 წელს დაბადებული ფ.დ.დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დავით სარალიძის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. შვილმოკლული მამა უკვე 1წელია სამართალს უშედეგოდ ეძებს.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ხმა დაიწერეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეზე –მართლა?! არ გრცხვენიათ?
94 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშმა გამოაცხადა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა, რომ იმედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიჯერა, რომ ყველა, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ამომრჩეველია ან მზად არის მორიგი რევოლუციისთვის. მისი თქმით, არ არსებობს მოსახლეობის განწყობა, ხალხი არაა მზად მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის.
ძლიერმა ქარმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა.ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის კომენტირერბისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს.
თავდასხმა მოხდა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფზე. ნანა კაკაბაძემ და მისი ორგანიზაციის წევრებმა ჟურნალისტებს ოფისი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.