ყველა ცდილობს, გაექცეს რუსეთს - ეს განცხადება BBC-ის რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
გამთენიისას თბილისში „ჯეოსელის" ოფისი გაქურდეს. შემთხვევა მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს, წაღებულია მობილური ტელეფონები.
მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მოთხოვნა არის კონკრეტული - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ არ შეიძლება, ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში დარჩეს.
მწვავე არჩევნების შემდეგ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებში ძლიერ ხაზს ირჩევს, – ამ სათაურით აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს სააგენტო Reuters-ი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი 5 პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.კ., 1984 წელს დაბადებული ზ.გ., 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1982 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე დაიცავს იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მასზე და მის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი იყო.
სესხების ჩამოწერის შესახებ წინასაარჩევნოდ დადებული პირობის პირველი პუნქტი უკვე დარღვეულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე, სამირა ისმაილოვა ბოლნისის პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მონაწილე, დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი აცხადებს, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა. მაჭავარიანის თქმით, მის მეგობარს, რომელიც საქმეზე სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მას ჰქონდა რეაქცია. მისივე თქმით, მის მეგობარს, რომელიც დაკავებულია, სახეზე დაზიანება აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.