ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ლიდერობს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნებს“ უჭერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 3 705 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 3051 +7 უბნის შედეგები.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ 90-იანი წლებიდან არჩევნებში ვარ ჩართული და ასეთი რამ არ მინახავს.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხვალ საღამოს ჩვენს მხარდამჭერებთან ფილარმონიაში გვექნება შეხვედრა და იქ გაიგებთ ყველაფერს, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე და დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული მოსაზრება არჩევნების ლეგიტიმურობის თაობაზე, არის მხოლოდ მისი, როგორც ერთი პირის მოსაზრება და არც ერთ ვარიანტში გაერთიანებული ოპოზიციის და მისი შტაბის.
„სალომე ზურაბიშვილი -60 %, გრიგოლ ვაშაძე - 40% - ეს არის პრაქტიკულად ოლქიდან მიღებული ბოლო მონაცმეები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან“, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 3 705 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1 970+5 უბნის შედეგები.
„რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. განცხადება კორძაიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში" გააკეთა.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 1 000-ზე მეტ უბანზე დათვლილი ხმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს ხმების 43%, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 57% აქვს მიღებული.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით კმაყოფილია და არსად წასვლას არ აპირებს. ნიკა გვარამიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ამის დასტური იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.