„დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ორი სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვყნების შემდეგ, რომელთა მიხედვითაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმჯარვებს, საზოგადოებას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ღია საპროტესტო აქციების გამრთვისკენ მოუწოდებს და გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ხედავს.
„იმედის“ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 58%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 42%%, მიიღო.
„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 45 %, ხოლო დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55 % მიიღო.
ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ადგილობრივი საარჩევნო კომისია მას ბრალს სდებს მუშაობის ხელის შეშლაში და ამავე დროს ამტკიცებს, რომ იგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ქარდავა აღნიშნულს გამორიცხავს და მოითხოვს, რომ პოლიციამ იგი შეამოწმოს იმის დასადგენად, იმყოფება თუ არა ნასვამ მდგომარეობაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31 %, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საარჩევნო ოლქში - 58%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა - 37 %, წალკის საარჩევნო ოლქში.
საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8% შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.