მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი - კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ საუბრობს მაღალ მატერიებზე - ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
გოგაშვილო, გამოდი თუ ხარ კაცი, ეს ადამიანი არ უნდა იჯდეს აქ - ეს კაცი უნდა იჯდს უვადოდ ციხეში იმიტომ, რომ ამის დავალებით, პირდად ამან მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი, განაცხადა „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ზაზა სარალიძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გაუფასურდა.
ამას არ გაპატიებთ - არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი, ასე მიმართა თბილისში „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან საპროტესტო აქციისას პანკისის ხეობაში სპეცოკერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელსუფლებას.
მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით, წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
კალიფორნიაში გასულ კვირას გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-ამდე გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანის ბედი კი ჯერ კიდევ დაუდგენელია, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
„დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ სისხლიანი ტერაქტის მონაწილეები, რომელიც იქნა ჩადენილი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში", აცხადებს სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.