2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანი ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეწყობას, კაპიტალური პროექტების, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაზრდილ დაფინანსებას ითვალისწინებს, განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
2019 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება, განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
მართლმადიდებელი სამყარო ყოველი წლის 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საუკუნეების წინ, ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.
„ქართულო ოცნება", თქვე მართლა პოლიტიკურო ფარჩაკებო, 5 წლის წინ ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზუდენტი, სისხლის სამართლის საქმეებ აღძრული და ძებნილი, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული, უკრაინის მოქალაქეობა მინიჭებული და უკრაინის ერთ-ერთი რეგიონის (ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი) ჩინოვნიკად დანიშნული და მერე იქიდან გათავისუფლებული, უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული და უკრაინიდან გაძევებული, მოქალაქეობის არ მქონე პირი, ევროპა-ამერიკაში ცნობილი პოლიტიკური ბომჟი, ფსიქოპატი სააკაშვილი, - თქვენი უგერგილო და უსამართლო მმართველობის გამო, რომ ხელისუფლების შენარჩუნების და პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის პრობლემებს შეგიქმნით, მართლა იმსახურებთ ხალხისგან, ვისაც თქვენი იმედი ჰქონდა, - „ერთ კარგ პოლიტიკურ პანჩურს" და ხელისუფლებიდან გაშვებას.
საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა, აცხადებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაია.
მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა”, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრს, ილია ჯიშკარიანს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რა ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს დედაქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის საფეხბურთო კლუბ მილანის „ინტერის“ მაისური გადასცა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გამყარდა.
„მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუდასტურო საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახნის გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორგვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, განაცხადა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერიქსენ სორაიდემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.