ზაზა სარალიძე თავისუფალია. პროკურატურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს ბრალი დღეს წარედგინა, თუმცა ბრალდების დადგენილების მიხედვით, საგამოძიებო ორგანო არ თვლის საჭიროდ, სასამართლო სხდომის გამართვამდე სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება იყოს გამოყენებული, ამიტომ მას საპოლიციო მეთვალყურეობა მოუხსნეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმდინარე საარჩევნო პროცესის (07:00-13:00) შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, მე-40 და N43-ე უბნების ჩაშლა, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15.95%, (558 755 ამომრჩეველი).
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშივლმა დააფიქსირა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 13:03 საათზე, ბორჯომიდან აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელ ვარდგინეთიდან 1 კმ-ში დაფიქსირდა.
მამაკაცს, რომელიც შეერთებული შტატების ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წარუდგინეს. 46 წლის რობერტ ბაუერსმა „სიცოცხლის ხის“ სინაგოგაში ცეცხლი რელიგიური მსახურების დროს გახსნა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან პრეზიდენტის არჩევნებში ხმა ქუთაისში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. უსუფაშვილი ხმის მისაცემად 54-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ. ბურჭულაძე ხმის მისაცემად საბურთალოზე 61-ე უბანზე იმყოფებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.