ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 უბნიდან დათვლილია 1756 +4 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 47.5 პროცენტია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 3705 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 1337+4 უბნის შედეგები დათვლილია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, თამარ ჟვანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური დაინიშნება, ის საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ყველა დიდ ქალაქში და რეგიონალურ ცენტრში იმარჯვებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 3705 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 828 უბნის შედეგები დათვლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით დათვლილ 572 უბანზე პირველ ადგილს სალომე ზურაბიშვილი 40.05%-ით იკავებს
ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადამ რომ 512 უბნის მიხედვით, რაც საერთო სურათის13% -ს შეადგენს სალომე ზურაბიშვილს 40.05%, გრიგოლ ვაშაძეს - 37.93%, დავით ბაქრაძეს კი- 10.83% აქვს მიღებული.
გამოიკვეთა, რომ იქნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერებს აღიარონ მეორე ტურის ჩატარების გარდაუვალობა, რადგან ვაშაძის თქმით, მათ ხელთ არსებული დათვლილი ოქმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს ყველა დიდ ქალაქში მოგებული აქვს არჩევნები.
ჩვენ პერიოდულად ჩვენი წარმომადგენელი კომისიის წევრებისგან შემოგვდის მონაცემები. იცით 3700-ზე მეტი უბანია ქვეყნის მასშტაბით და აქედან დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.