საარჩევნო დარღვევები საბერძნეთში - ემიგრანტების ინფორმაციით, დღეს დილიდან არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ, რადგან ისინი სიაში არ არიან.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის 27-ე უბნიდან კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს ამ არჩევნებში, ამ ისტორიულ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 30.98% შეადგინა, რაც 1 85 730 ამომრჩეველია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თინათინ ბოკუჩავა ცესკო-ში იმყოფება. ის აპირებს შეხვდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდეს და დეტალურად გააცნოს დარღვევები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას წინასაარჩევნო პროცესში დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი გაყალბების შედეგს შეაგუოს.
„5-დან 8 საათამდე და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ქურდული „ოცნების" ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას", აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.