„ოქუაშვილი მადლობას უხდიდა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ მან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელშეწყობით სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე დაიბრუნა საკუთარი ბიზნესი, დაიბრუნა საკუთარი ტელევიზია. ეს ყველაფერი სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის საფუძველზე მოხდა. მას არაერთხელ საჯაროდ აქვს ეს აღნიშნული“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუში „პირისპირ“.
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის პასუხი კითხვაზე, რატომ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორ ჯაფარიძისთვის ნებართვა ციხეში მირზა სუბელიანის მოსანახულებლად ასეთია „თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პარლამენტის წევრს უჩნდება სურვილი, რომ მოინახულოს პატიმარი, პარლამენტის თავმჯდომარემ არ უნდა გასცეს ნებართვა?“.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ამბობს, რომ ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა არც ხელისუფლებისთვის იქნება სიკეთის მომტანი.
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. „კურიერის“ ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს - ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს.
ტელეკომპანია „იბერია“-ს საინფორმაციო სამსახურმა მაუწყებლობა შეწყვიტა - ეს განცხადება ინფორმაციას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ქვეყნის საზოგადოებრივ არხზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოს მხარდასაჭერი აქცია იმართება. „შეწყდეს ქალების მოტაცება“, წერია აქტივისტების ბანერზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ვიდეოკონფერენცია მოსკოვიდან ტალინთან, კიშინოვთან და თბილისთან ერთდროულად გაიმართა.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საქართველოს სახალხო დამცველმა მოინახულა. ნინო ლომჯარიამ პატიმრის ნახვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სუბელიანის მხრიდან სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.