მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატ სალომე სამადაშვილი „ძალიან უნიჭოდ დადგმულ პიარსვლას“ უწოდებს და ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ამბობს, რომ ხელისუფლება, მმართველობიდან 6 წლის თავზე „ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.
საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგზე.
„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ რამენაირად, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია“, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე კახა კალაძემ და ამის მაგალითებიც დაასახელა.
თბილისის მერმა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთაინმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას რამდენიმე დღეში დაგეგმილი 100 000 კაციანი მანიფესტაციის ჩატარებისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა, რაზეც მან თანხმობა გასცა, თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე და 62-ე საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო სროლებს 2S3 და RM70 საარტილერიო დანადგარებიდან ახორცილებდნენ.
პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამშაბათს, პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ.
„ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“.
„არცერთ ოპოზიციურ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუში „პირისპირ“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას „იმედის“ გადეცმაში „პირისპირ“ გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ „ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს იაფფასიანი მცდელობა პარალელი გაავლოს გირგვლიანის საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის და ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე იაფფასანია მცდელობა ჰქონდა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იწოდება საქართველოს პრეზიდენტად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.