სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მაროშკინა გლდანის ციხეში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც მირზა სუბელიანი მას ახსენებს.
პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით, კომენტარი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ამით დაიწყება კანონიერების აღდგენა ქვეყანაში, თუ მიიყვანენ სასწრაფოდ ამ საქმეს ბოლომდე.
„კურიერი“ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც გლდანის ციხეში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ელაპარაკება. აუდიოფაილის მიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0188 პუნქტით გაუფასურდა.
ფარულ აუდიოჩანაწერებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება. მისი თქმით, ოპონენტები „რეალობის მოდელირებასა" და „ტვინის გამორეცხვას" ცდილობენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, შსს-სა და სუს-ს დეტალური ინფორმაცია აქვს ყველა იმ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ, რომელთა მოწყობასა და განხორიელებასაც ის ჯგუფი ცდილობს, რომელსაც წინაასრჩევნოდ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდა სურს.
„ქართული ოცნება“ კოლოსალურ თანხას ხარჯავს, რომ დააზიანონ და შეღებონ ჩვენი პლაკატები. გუშინ კახა კალაძემ არაკანონიერი დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, - განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე და დაამატა, რომ ხელისუფლება ამით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სანდო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
19, 20 და 21 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში დაგეგმილი 100 000-კაციანი) გადაიდო, თუმცა არ დაკონკრეტებულა, გაიმართება თუ არა ის სხვა დღეებში. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მომდევნო დღეებში მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს „ძალიან დიდ შეხვედრებს“, რაც აქციის გადადების მიზეზი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.