სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სთხოვა, რომ მისთვის ილოცონ და ასევე აღნიშნა, რომ ამ ლოცვამ გააძლებინა მთელი 55 წელიწადი მისი ეპისკოპოსად კურთხევიდან დღემდე.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული რეგიონების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ეხმაურება. ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული ე.კ. სარფში დააკავეს.
ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯონ მაკკეინის ხმა მუდმივად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რომ არ ყოფილიყო სენატში დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა შაბათის „კურიერში“ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო ქართველი ხალხის არჩევანს ელოდება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში სრული ქაოსია ყველა სახის დიპლომატიურ ურთიერთობებში. ნათელაშვილი ანგელა მერკელის ჩამოსვლას „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეცვლას უკავშირებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის სახელით, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს ამერიკელ ხალხს. კობახიძის განცხადებაში წერია, რომ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1966 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ი. და 1965 წელს დაბადებული დ.ყ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამძიმარს გამოთქვამს ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. პრეზიდენტის განცხადებაში წერია, რომ ქართველმა ხალხმა დიდი მეგობარი დაკარგა და მაკკეინი იყო პატრიოტიზმის და სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.
ჯონ მაკკეინი, სენატორი, პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიეტნამის ომის გმირი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.