მცხეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“ ჟურნალისტებს აბასთუმანში მიმდინარე პროექტებზე განუცხადა, რომ რამოდენიმე პროექტს ალაგებს და ანვითარებს. მისივე თქმით, პროექტებზე საუბარი ადრეა.
ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ არ იცის ვის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარს. მან ასევე განაცხადა, რომ გვარებს არჩევენ და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეგვატყობინებენ.
„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბახმაროში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივებმა პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ არაერთი მოუგვარებელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემება აწუხებთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების კვალდაკვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მთლიანად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, თავი არ აარიდოს მის კონსტიტუციურ მოვალეობას და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარული აუდიო ჩანაწერები გაავრცელა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“, რომ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვას.
ონის მერი ემზარ საბანაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, არაერთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება
განათლების ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს პრობლემები აღარ აქვს. თუმცა, სანიკიძის თქმით, აბიტურიენტები რომლებიც ვადის ამოწურვამდე არ შეცვლიან გადაწყვეტილებას მათთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.