საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება პროკურორ გ.შ.-ს მიერ მოქალაქე გ.მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე.
შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ ორშაბათს შეთანხმებას მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში (NAFTA) ცვლილებების შეტანის შესახებ და მოსალოდნელია, რომ კანადასთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი საარჩევნო კამპანია, ამ ეტაპზე, მისივე დანაზოგით ფინანსდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, ხელმოწერების შეგროვებას ზესტაფონში განაგრძობს, სადაც მას რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ ლეჩხუმის ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარებისთვის აუცილებელია ტურიზმის კუთხით მუშაობა. როგორც უგრეხელიძემ GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიაა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნარკოდანაშაულის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ბიზნესინტერესებს უკავშირდება, რის გამოც ივანიშვილი დაპატიმრებული უნდა იქნას „საერთაშორისო მართლმსაჯულების პროცედურებით“.
მცხეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, არ არსებობს განმარტება, რომელიც მარგველაშვილის იმ „უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის“, რაც მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არდასახელებას უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.