პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია თანამდებობა შეიცვალოს, თუმცა აკონკრეტებს, რომ კობახიძესთან მხოლოდ და მხოლოდ „პირად საკითხთან“ დაკავშირებით იმყოფებოდა.
ათენის ირგვლივ მდებარე ატიკას რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა. მაშველებმა 26 ზრდასრულისა და მოზარდის გვამებს მიაკვლიეს, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ, სანამ ცეცხლის ალში გაეხვეოდნენ. ისინი ზღვიდან რამდენიმე მეტრში ცეცხლმა გამოკეტა და თავის დაღწევა ვეღარ მოახერხეს.
ლაოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური წვიმისას, მშენებლობის პროცესში მყოფი დამბის ჩამოქცევის შედეგად ასეულობით ადამიანია გამოცხადებული დაკარგულად და გარდაცვლილია დაუდგენელი რაოდენობის ადამიანი, იტყობინება BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება დღეს გორის ციხეზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა და მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას აღარ უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ლოიალური იქნება კონკრეტული პარტიების მიმართ, ისე როგორც ეს იყო გასული ხუთი წლის განმავლობაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ფოთში პოლიციელის მიერ, თავდაცვის მიზნით, ახლგაზრდა პირის მოკვლას ეხმაურება. მეზვრიშვილის თქმით, სამართალდამცავი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ბრალის წარდგენამდე შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შარტავას თქმით, ლიტურგიაზე შეუძლოდ გახდომის შემდეგ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებით აკვირდებიან, თუმცა რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სახელდება, რაც ორშაბათს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.
ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს, რომ დატოვონ სტიქიის ზონა და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები. დამატებით ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდნენ ცხელ ხაზებს საბერძნეთში: 00306995779793, საქართველოში: (+995 32) 294 50 50.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა და თეა წულუკიანის 6 წლიანი მინისტრობის შეცდომებზე ისაუბრა. დოლიძის თქმით, მოსამართლეები იმ წნეხისგან უნდა გაეთავისუფლებინათ რაც მათ 2005-2006 წლებში ჰქონდათ, მაგრამ თავის ნებაზე არ უნდა მიეშვათ. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს რაც სასამართლოში ხდება ამაში წვლილი წულუკიანსაც მიუძღვის, რადგან იუსტიციის მინისტრმა მათ სრული ბერკეტი მიანიჭა სისტემის სამართავად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.