საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მთავარი პრკურორის კანდიდატურის განხილვის დროს, ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე - შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ.
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
სახელმწიფო ვიზიტად თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ჰელსინკში პუტინის და ტრამპის შეხვედრა დაიწყო. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ სამი წამის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკებების დაწყების წინ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის სასიამოვნოა ტრამპთან შეხვედრა. „ჩვენ განვაგრძობთ რეგულარულ კონტაქტს. ჩვენ გვისაუბრია ტელეფონით და რამდენჯერმე შევხედრილვართ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა დროა დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, ასეთი კი ბევრია“, აღნიშნა პუტინმა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე პარლამენტმა მთავარ პროკურორად დაამტკიცა. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინდელის შახტაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.