„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შესახებ.
დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რომლებიც არის დასახული საარჩევნო პროგრამაში და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, იქნება აუცილებლად წარმატებით განხორციელებული”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პარლამენტმა დღეს საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის მიერ მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დასკვნით სიტყვაში, იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით მიაღწევენ იმ მიზნებს, რაც პროგრამაშია გაწერილი. მან აღნიშნა, რომ „იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები“ და მისი მთავრობა იქნება „საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი“.
მართლაც გავხართ კანტს, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა, უთხრა უმრავლესობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს, რომელმაც დღეს საკუთარი თავი გერმანელ ფილოსოფოსს, იმანუელ კანტს შეადარა.
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე კვლავ თეა წულუკიანის კანდიდატურის დასახელება ოპოზიციისთვის „საჩუქარია", თუმცა, ცუდია ხალხისთვის, რადგან როგორც გოცირიძე მიიჩნევს, ერთადერთი, რის გამოც წულუკიანი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში დარჩა, არის ის, რომ იუსტიციის მინისტრს შეუძლია შავი საქმეების კეთება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პეტრე დევრიშაძესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხა.
პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2007 წელს „სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს „ვერ ასახელებს“. მარგველაშვილი ამას „პოლიტიკურ კურიოზად“ მიიჩნევს და დასძენს, რომ ამის მიზეზია ის, რასაც მმართველი გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაკნინების მიზნით აკეთებდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის ხელმძღვანელსა და კიდევ სამ პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დაითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.