მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადატანის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას უპასხუა და თქვა, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25-30 და ხშირ შემთხვევაში, 40%-ს ხარჯავს სესხების მომსახურებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ეს იწვევს ძალიან მძიმე ეფექტებს ეკონომიკაში, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის თავალსაზრისით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სრულიად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები.
„ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოქმედი პრემიერ მინისტრის სამთავრობო პროგრამის წინასიტყვაობა ყოფილი პრემიერ მინისტრის სამთავრობო პროგრამის წინასიტყვაობის თითქმის იდენტურია.
ბ-ნო მამუკა, თქვენ თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებთ ჭარბვალიანობას და საუბრობთ გარკვეული მუქარით, აი, ჭარბვალიანობა თითქოსდა, თქვენ დაგრჩათ მემკვიდრეობით და ეს მემკვიდრეები გაუგებარია ვინ არიან - ოპოზიციაა? საიდან გაჩნდა ჭარბი ვალი? - მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხდონ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ მინისტრს ჰკითხა, რომ უსაფრთხოების სფეროში „მძიმე ჩავარდნების ფონზე“ ხომ არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებას დაექვემდებაროს.
ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
გია ხუხაშვილი მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, შესაძლოა, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, რომელსაც „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება, აცხადებს, რომ „ყველა შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი“.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასახელების შემთხვევაში ოპოზიციის შანსები ნულდება, თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან როგორც ფიქრობს, ივანიშვილის დასახელება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ამას თავად გადაწყვეტს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება იმ ფარგლებში, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მიუხედავად დაძაბულობისა, რაც მოსკოვის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უკავშირდება, განაცხადა თეთრმა სახლმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.