აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრის, სმიტების და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამავეს დროს ქართველ სამართალდამცველებს, მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის მადლობას უხდის.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რაც „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მზარდ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, შესაძლოა, მთავარი პროკურორის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ „საზოგადოებამ დაინახოს საპროკურორო საბჭოს რა სურს“.

სრულად...

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დარჩება თუ არა მთავრობის შემადგენლობაში, არ აკონკრეტებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ მინისტრი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ იქნება განახლებულ მინისტრთა კაბინეტში.

სრულად...

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სწავლებაში 50 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

სრულად...

ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ  ბრიფინგი გამართა. ჭელიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

„ბრექსიტის“ მდივანი დევიდ დევისი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში, თანამდებობიდან გადადგა. მან BBC-ს უთხრა, რომ იგი უკვე აღარ არის საუკეთესო პერსონა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმებულ პრემიერ მინისტრის გეგმას მიიტანს ბრიუსელში, რადგან მას „არ სჯერა“ ამის.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მაისში გამოცემული დადგენილების მიხედვით,  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარება გაორმაგდა, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმ ვეტერანებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.

სრულად...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხმაურიან კვლევაზე იმსჯელეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ამ კველევას არ ენდობა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი