თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს ბრძოლაში გვიწვევენ - ამ ბრძოლასაც მიიღებენ, აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გამყარდა.
რუსული მხარის მიერ დაკავებული 2 ქართველი მესაზღვრე თავისუფალია. მესაზღვრეები ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ტერიტორიაზე ვერტმფრენით ამ წუთებში გადმოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ქართველი მესაზღვრე, რომლებიც სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვდნენ, გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, მათი გადმოცემა რუსეთის მხარის მიერ, დღეს, 29 ივნისს 12:00 საათზე მოხდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს მოახლოებული სამიტისა და მასთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილები გაისმება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა მცირე მთავრობის კონცეფცია და აღნიშნა, რომ ამ იდეის განხორციელებით სახელმწიფო ბიუჯეტი 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რაც პრემიერის თქმით, სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული.
„შემდეგ მთავრობის სხდომაზე, მე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება, ეს შეეხება ზოგადად ავტოპარკს, განსაკუთრებით, ე.წ. პერსონალურ მანქანებს", აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტს მიაღწია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.